ზესტაფონში, სოფელ აჯამეთთან, არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ აჯამეთში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.