Reuters-ის ინფორმაციით, johnson&johnson ევროპაში Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუციას განაახლებს.
გამოცემა წერს, რომ კომპანიაში, ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ევროპის წამლის მარეგულირებმა განაცხადა, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება მის რისკს.
ევროპის წამლის სააგენტომ რეკომენდაცია გასცა, რომ ვაქცინას თან ერთვოდეს გაფრთხილება იშვიათი სისხლის შედედების რისკის შესახებ, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება.
ცნობისთვის, johnson&johnson-ის ვაქცინის გამოყენება გასულ კვირას ამერიკის მარეგულირებელმა შეაჩერა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი თრომბის წარმოქმნის რამდენიმე შემთხვევა გახდა.