აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტს აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ მისი უფლებადამცველი არცილ ჩოფიკაშვილი აცხადებს.

ადვოკატის თქმით, მისი შუამდგომლობა პროკურატურამ დააკმაყოფილა და ამასთან, საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა.

„აფგან მუხთარლის და „უფლებები საქართველოს“ მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. გამოძიების დაწყებიდან თითქმის, ოთხი წლის შემდეგ, „უფლებები საქართველოს“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც დაუდგენელმა პირებმა 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაცია. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.