ორი დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ პლატფორმაზე https://www.moh.gov.ge/covid-chart/register საქართველოს მოსახლეობას საშუალება მისცა წინასწარ დარეგისტრირებულიყვნენ ვაქცინაციის მისაღებად და თავად შეერჩიათ მათთვის მისაღები სამი ვაქცინა.
წინასწარი რეგისტრაციის მიზანი გახლდათ სახელმწიფოს მიეღო ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე მოსახლეობას თავად მისცემოდათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა ახლაც შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას.
ამ დროის მონაცემებით მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 44 723-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს
„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 21831 ადამიანმა გამოთქვა.
9003 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა,
6269 მოალაქეს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია.
რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 4357-მა ადამიანმა გამოთქვა, 2427 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 539-ს კი „სინოვაკით“…