გალის მოსახლეობის უმრავლესობამ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ მონაწილეობს.
აღნიშნულის მიზეზი ყველასთვის კარგად ცნობილი პანდემია და მის გამო, ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადაადგილების შეზღუდვაა.
"ევროპათაიმთან" საუბარში, ადგილობრივები აცხადებენ, რომ არჩვენებში მონაწილეობის სურვილი დიდი იყო, თუმცა შესაძლებლობა მინიმალური.
"აქაური მოსახოლეობა არჩვნებზე ყოველთვის აქტიურობდა. წინა წლებში, ვისაც კი გადაადგილება შეეძლო, უმეტესობა მიდიოდა და ზუგდიდში საკუთარ არჩევანს აფიქსირებდა. დღეს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ენგურზე გადასხვლა შეზღუდულია", - აცხადებენ ადგილობრივები.
მათივე ცნობით, რამდენიმე ადამიანმა მონაწილეობის მიღება ენგურზე გადმოპარვის ხარჯზე შეძლო.
"რამდენიმე ათეული ადამიანი გადაიპარა ენგურზე. წინა დღეებშიც მოახერხა რამდენიმემ. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, რადგან მე მხოლოდ ჩემი სოფლის მოსახლეობაზე მაქვს ინფორმაცია და ის რამდენიმე ათეულია".
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება.
ენგურის ხიდი, საქართველოში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე დაიკეტა.