ჯანმო: გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

კერძოდ, მსოფლიოში, გასული 7 დღის განმავლობაში, კორონავირუსის 5 236 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ მთელ მსოფლიოში თითქმის ყველგან მოიმატა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 141 754 944 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 025 835 ადამიანი გარდაიცვალა.