აღდგომის დღესასწაულზე "კომენდანტის საათის" გაუქმება არ იგეგმება

აღდგომის დღესასწაულზე "კომენდანტის საათის" გაუქმება არ იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, აღდგომის დღესასწაულზე იქნება თუ არა "კომენდანტის საათი", გაბუნიამ უპასუხა, "დღევანდელი მდგომარეობით, ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც არის დღეს".