30 აპრილს საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 46 000 დოზა შემოვა

"30 აპრილს AstraZeneca-ს 46 ათასი დოზა შემოვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მეორე დოზით ვაქცინაცია მაისის შუა რიცხვებში დაიწყოს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.

"ამ დროისთვის 32 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა. გუშინ ძალიან აქტიური იყო პედაგოგების ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისი. 55 წელს ზემოთ ყველა ადამიანს შეუძლია, რომ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის პროგრამაში, ახლა ძირითადად AstraZeneca-თი მიმდინარეობს ვაქცინაცია, ამასთან ერთად გრძელდება Pfizer-ით ვაქცინაცია ორგანოგადანერგილი პირებისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე. ადგილები და ვაქცინების დოზები საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანები, 55 წლის ზემოთ დარეგისტრირდეს პროგრამაში.

მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია UNICEF-დან, 30 აპრილს AstraZeneca-ს 46 ათასი დოზა ჩამოვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მეორე დოზებით ვაქცინაცია დაიწყოს მაისის შუა რიცხვებში და ასევე, გაგრძელდეს აცრები იმ პირებისთვის, ვისაც ასაკით ეკუთვნით AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესი.

ასევე, Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გაიხსნება 27 აპრილიდან. ამ კვირაში დასრულდება კონსულტაციები Sinopharm-ის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ 4 მაისიდან აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაცია Sinopharm-ით და AstraZeneca-თი, - განაცხადა გაბუნიამ.