ამირან გამყრელიძე: ჩვენ პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევალთ

"ჩვენ პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევალთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ყველა მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია და მოსალოდნელია კიდევ უფრო ზრდა. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით ჩვენ პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევალთ",- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელების პროცენტი ოდნავ ქვემოთ მოდის და ამ დროისთვის 94 %-ზეა.