BBC-ის ინფორმაციით, ინდონეზიის სამხედრო წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზეც 53 ადამიანი იმყოფებოდა, გაუჩინარდა.
გამოცემა წერს, რომ წყალქვეშა ნავი კუნძულ ბალიდან ჩრდილოეთით სასწავლო მანევრებს ატარებდა.
გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის საპოვნელად ინდონეზიის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ხომალდი გაგზავნეს. მთავრობამ სამძებრო ოპერაციაში დახმარების თხოვნით ავსტრალიასა და სინგაპურს მიმართა.
გერმანული წარმოების წყალქვეშა ნავი მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ეკიპაჟმა ოკეანის სიღრმეში დაშვება გადაწყვიტა.