რუსეთში აშშ-ის ელჩის მოადგილეს ნოტა გადასცეს, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მათ რუსეთი 22 მაისამდე უნდა დატოვონ.
"21 აპრილს რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ბარტ გორმანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და გადასცეს ნოტა იმის შესახებ, რომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრანტად გამოცხადდა. აღნიშნულმა პირებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 21 მაისის დღის ბოლომდე უნდა დატოვონ.
ეს ღონისძიება წარმოადგენს სარკისებურ პასუხს ამერიკული მხარის მტრულ ქმედებებზე ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს და ნიუ იორკში რუსეთის გენერალური საკონსულოს რიგი თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც პერსონა ნონ გრატად უსაფუძვლოდ გამოაცხადეს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.