Forbes-ის მილიარდერთა სიაში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა - ვინ არის კომპანია "კასპის" მფლობელი მიხეილ ლომთაძე

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ Forbes-ის მილიარდერთა სიაში კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი მოხვდა. მიხეილ ლომთაძე $3.8 მილიარდის ქონებას ფლობს და მილიარდერთა რეიტინგში, 812-ე ადგილს იკავებს.

Forbes-ი ცნობით, ყაზახური კომპანია Kaspi მიხეილ ლომთაძე და ვიაჩესლავ კიმმა დააფუძნეს, მილიარდერები კი მას შემდეგ გახდნენ, რაც აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსეს.

როგორც ირკვევა ყაზახეთში, Kaspi საგადასახადო და ფინანსური ტექნოლოგიების ყველაზე დიდი კომპანიაა . ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

"კასპი" მომხმარებელს საშუალებას აძლევს ციფრულად გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ სავაჭრო ტრანზაქციები და Paypal-ისა და Klarna-ს მსგავსად შეასრულონ. .

ცნობისთვის, 1975 წელს ბათუმში დაბადებულმა მიხეილ ლომთაძემ ბაკალავრი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში დაამთავრა. სწავლა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო და მაგისტრის ხარისხიც მიიღო. 2008 წლიდან რუსეთში ხელმძღვანელობდა "კასპი ბანკს".

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, ივანიშვილის ქონება $4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მე-600 უმდიდრესი ადამიანია..