Reuters-ის ინფორმაციით, ჩეხეთის პოლიციამ დონბასში პრორუსულ შეიარაღებულ ძალებთან კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავა.
ჩეხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ საუბარია ჩეხეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტთან.
დაკავებული პირები ეჭვმიტანილნი არიან ისეთი დანაშაულების ჩადენაში, როგორიცაა ტერაქტი, ტერორიზმის დაფინანსება და ტერორიზმის მხარდაჭერა.