"პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია ფურცელზე. თუ რამე არასწორი მიმართულებით წავა, ეს ევროკავშირის იმედგაცრუებას გამოიწვევს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა "TV პირველს" განუცხადა. (TV პირველის თარგმანი)
მისი თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა გაითავისონ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების განხორციელებას.
"პოლიტიკური კრიზისი მორჩენილია ფურცელზე. შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა. პრეზიდენტმა მიშელმაც თბილისში ვიზიტის დროს თქვა, რომ პოლიტიკური კრიზისი მორჩენილია და ამაში მეც ვეთანხმები. მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ შეთანხმებული კომპრომისი საჭიროებს განხორციელებას.
გადამწყვეტი მნიშვნებლობა აქვს, პოლიტიკოსებმა გაითავისონ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ხელშეკრულების განხორციელებას. რადგან თუ რამე არასწორი მიმართულებით წავა, ეს ევროკავშირის იმედგაცრუებას გამოიწვევს. ასევე მნიშვნელოვანია კომპრომისი, პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობის გაგრძელება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, რომელმაც მათ მანდატი მიანიჭა - განაცხადა მარინა კალიურანდმა