უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახენ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კანონის შესაბამისად, უკრაინის მთავრობას ექნება საშუალება, ოპერატიულად დააკომპლექტოს სამხედრო ნაწილები ისე, რომ მობილიზაციის გამოცხადება საჭირო აღარ გახდება.
როგორც გამოცემა წერს, პარლამენტის მიერ მარტის ბოლოს დამტკიცებულმა კანონმა შესაძლებელი გახადა შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვნად გაძლიერება, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთთან დაძაბულობის ფონზე.
"ამით შესაძლებელი გახდება თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილების რეზერვისტებით აღჭურვა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ საბრძოლო ეფექტურობას სამხედრო აგრესიის დროს", - განაცხადეს პრეზიდენტის ადამინისტრაციაში.
როგორც ცნობილია, კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ პერიოდში სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მოქალაქეებს, რომელთაც სამხედრო სამსახურის რეზერვში გავლის შესახებ კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. მათი გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიიღებს. სამხედრო სამსახურში გაწვევის უგულებელყოფა სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქნება.