ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თანამდებობა დატოვა

ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის თანამდებობა დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ანთიძის განცხადება წასვლის თაობაზე, უკვე დააკმაყოფილა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

როგორც კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ნიკოლოზ ანთიძე აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.