გურიაში დაკარგული 17 წლის გოგო პოლიციამ იპოვა

გურიაში დაკარგული 17 წლის გოგო პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, 17 წლის გოგო ოზურგეთში 3 დღის წინ გაუჩინარდა, ის ბოლოს მასწავლებელმა ნახა. რის შემდეგაც, ქობულეთში ერთ-ერთი ბენზინ გასამართი სადგურის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.