მედია: ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ აქციებზე 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი აქცია ქალაქ უფაში გაიმართა, სადაც პოლიციელმა ქალს თავში ჩაარტყა.

სანქტ-პეტერბურგში გამართულ აქციაზე კი სამართალდამცველებმა ელექტროშოკერი გამოიყენეს.

ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაცია გაიმართა მოსკოვშიც.

ნავალნის შტაბის განცხადებით, დაკავებულთა შორის არიან როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ორგანიზატორებს. მათ შორისაა ალექსეი ნავალნის პრეს სპიკერი კია იარმუში და ლუბოვ სობოლი, რომლებიც დღეს დილით დააკავეს.