ახალი ზელანდია არამწეველი თაობის "შექმნას" ისახავს მიზნად

ახალმა ზელანდიამ გამოაცხადა წინადადებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი თაობისთვის მოწევის აკრძალვას და 2025 წლისთვის ქვეყნაში არამწეველი თაობის "შექმნას". ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2004 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანებისთვის სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის შეძენა და მოხმარება იკრძალება. კანონი კი ამ თაობისთვის მოწევას უკანონოდ აქცევს.

"თამბაქოსგან ყოველწლიურად დაახლოებით 4500 ახალი ზელანდიელი იღუპება და საჭიროა სწრაფი რეაგირება. ჩვენ ახალი მიდგომა გვჭირდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.