ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
ევროპარლამენტარები მიესალმებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარდგენილი დოკუმენტის ხელმოწერას.
ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, მოუწოდებენ, საქაქართველოს კეთილდღეობისთვის მეტი სითამამე გამოიჩინონ და ხელი მოაწერონ.
"ჩვენ გულწრფელად მივესალმებით 19 აპრილს მმართველ პარტიას "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომ დასრულდეს საქართველოს პოლიტიკური ჩიხი და ხელი მოაწერეს ევროკავშირის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ახალ გზავნილს.
ახალი ტექსტი ეფუძნება სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით შეთავაზებულ წინა წინადადებებს, რომელიც უფრო სრულყოფილად ეხება პოლიტიზებული სამართლიანობის საკითხებს, საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებას და სასამართლო რეფორმას.
მიგვაჩნია, რომ ეს წინადადება პოლიტიკურად გაწონასწორებულია და ყველა ქართველი მოქალაქის საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დებატების ცენტრში აქცევს. ის არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის გზის შეთავაზებაა და შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, რამაც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოწამლა. წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციას და კანონის უზენაესობას, რითაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეესაბამება.
მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა დ პარლამენტის ცალკეულ წევრებს, იგივე სიმამაცე გამოავლინონ საქართველოს სასიკეთოდ. ამ პოლიტიკური კრიზისის სრული და საბოლოოდ უკან ჩამორჩენით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულყოფილად ფუნქციონირებას დაიწყებს და უზრუნველყოფს შეთანხმების სრულყოფილად განხორციელებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარებს იმედი აქვთ, რომ კრიზისის საბოლოო დასრულებისთვის, უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულად ფუნქციონირებადი იქნება, რაც უზრუნველყოფს შეთანხმების იმპლემენტაციას.