ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 226 ადამიანს დაუდასტურდა, 688 გამოჯანმრთელდა, 10 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 995 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 539 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 300 264-ს. ამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 283 557-მდე. გარდაიცვალა 3 981 ინფიცირებული.
დადებითობის მაჩვენებელი: 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.38 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.55%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.37%.
ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან 731 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 101, იმერეთი - 75, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 56, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 12 700, საიდანაც: 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 883, აჭარაში - 385, იმერეთში - 422.
მძიმე პაციენტი: 568, მათ შორის, თბილისში - 272, აჭარაში - 70, იმერეთში -91.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 113, მათგან თბილისში - 79, აჭარაში - 8, იმერეთში - 11.
621 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 316 - თბილისში, 287 - აჭარაში. 8 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 473 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 989 პირი, აჭარაში - 2 340, იმერეთში - 1 082.