"ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მან ბრიუსელში მორიგი ვიზიტი დაასრულა.
კობახიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" ყველა აქებს დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.
"დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი:
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს
- ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის
- ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს
- ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს
- ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის
- ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს
- ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს
- ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს
- ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს
- ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს
- ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს
- ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს
ევროკავავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.
"ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში", - წერს კობახიძე.