საია შსს-ს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტზე, რეაგირებისკენ მოუწოდებს

საია მოუწოდებს შსს-ს, ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

გლდანის ოლქის N79 საარჩევნო უბანთან პუბლიკას ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. იმავე უბანთან დაპირისპირების დროს, სახის არეში დაზიანება მიიღო TV პირველის ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც.

"აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირი მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა. საია მოუწოდებს შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებასთან დაკავშირებით" - აცხადებს ორგანიზაცია.