მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შემდეგი სამიტი გაიმართება 2021 წლის 14 ივნისს, NATO-ს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გავაძლიეროთ ნატო, როგორც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის მჭიდრო კავშირის განსახიერება.
მივიღებთ გადაწყვეტილებებს 2030 წლამდე პერიოდისთვის აქტუალურ დღის წესრიგზე, რათა გავუმკლავდეთ არსებულ და მომავალ გამოწვევებს: რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ტერორიზმის საფრთხეს, კიბერშეტევებს, საზიანო ტექნოლოგიებს, ჩინეთის აღზევებასა და უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას", - აცხადებს სტოლტენბერგი.