თავდაცვის მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდიცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა უნგრელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენტიტეტისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას, კერძოდ, სამხედრო განათლების კუთხით განხორციელებულ პროგრამებს.

"ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-შო ინტეგრაციის კუთხით უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა; ასევე, შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებისა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებს. მინისტრმა SNGP-ის ფარგლებში ლოჯისტიკის ინიციატივის კონტექსტით, ასევე NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების საქმეში უნგრეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მხარეებმა ბუდაპეშტის სამხედრო სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო შეხვედრების საკითხებიც განიხილეს", - ნათქვამია განცხადებაში.