საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, პატიმრების ოჯახის წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

მოხდეს საყოველთაო ამნისტია და სასჯელი 1/4 -მდე შემცირდეს, გათავისუფლდეს ქრონიკულად დაავადებული პატიმრები - საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან მოძრაობა ,,შემახე ამინისტია"-ს წევრებმა აქცია გაიმართეს.

პატიმრების ოჯახის წევრები შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ ერთ-ერთ პუნქტს, ამნისტიას ეხმაურებიან და ითხოვენ მათი ოჯახის წევრების გათავისუფლებასაც.

მათი განცხადებით, კანონი ყველასთვის თანასწორია, ამიტომ მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს საყოველთაო ამნისტია, რომელიც ციხეში მყოფ მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. აქციის მონაწილეების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შენობის პიკეტირებას აანონსებენ.