"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას ემიჯნება. ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერ.
"როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას". - დაწერა დეკანოიძემ.
23 ოპოზიციური პარტია პოლიტიკოს გოგი წულაიას მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენებასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე განცხადებას ავრცელებს.
პარტიები განცხადებაში მიუთითებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ანალოგიურ ბრალდებებზე პრაქტიკულად არასდროს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ იყენებს.
23 პარტიიდან ერთ-ერთი ხელმომწერი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".