Reuters-ი: საფრანგეთი რუსეთს სანქციების შესახებ აფრთხილებს

„პატიმრობაში მყოფი ნავალნის გარდაცვალების შემთხვევაში, საფრანგეთი რუსეთს სანქციების დაწესების შესახებ აფრთხილებს“, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს.

„საჭირო სანქციებს მივიღებთ და პასუხისმგებლობას პუტინსა და რუსეთის ხელისუფლებას დავაკისრებთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ უკიდურესობამდე არ მივალთ“, - ჟან-ივ ლე დრიანმა.

ნავალნი თირკლმის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ არის, რამაც შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს.