CNN-ი New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ორსულებისთვის სერიოზულ რისკს არ წარმოადგენს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, კვლევის ავტორებმა 35 691 აცრილი ორსულის მონაცემები შეისწავლეს, რომელთა ასაკიც 16-დან 54 წლამდე მერყეობს. მათში რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.
კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა ინექციის ადგილის ტკივილია. მას თავისა და სახსრების ტკივილი და ცხელების შემთხვევები მოჰყვება.
ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სრულად ინფორმირებისთვის მეტი ინფორმაცია არის საჭირო, მათ შორის გრძელვადიანი დაკვირვება მათზე, ვინც კორონავირუსზე ორსულობის პირველ თვეებში აიცრა.
ორსულები COVID-19-ის რისკ-ჯგუფად ითვლებიან. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ვაქცინაციის სარგებელი მის შესაძლო რისკს აღემატება. მანამდე რამდენიმე კვლევამ დაამტკიცა, რომ ორსულობისას აცრილიების შვილებს კორონავირუსისადმი თანდაყოლილი ანტისხეულები აქვთ.