„უკრაინის კრიზისი შეიძლება იყოს პუტინის გამოცდა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის“, - ამ სათაურით სტატია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ანალიტიკოსმა, ჯეიმს რობინსმა მოამზადა. კრემლი უკრაინაში ბაიდენის ადმინისტრაციას ტესტავს? თუ რუსეთი მზად არის ომისთვის? ანალიტიკოსი ამ შეკითხვებს სვამს და წერს, რომ შაბათს, რუსეთმა და უკრაინამ დიპლომატები გააძევეს, რაც ორ ქვეყანას შორის ესკალაციის სერიის უკანასკნელი ნაბიჯია. რუსეთმა ათიათასობით სამხედრო შეაიარაღა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და ყირიმში, რასაც კრემლი უწოდებს „მზადყოფნის“ სწავლებას. რისთვის ემზადება ის?
„მოსკოვის ნაბიჯები შვიდი წლის წინანდელ მოვლენებს მოგვაგონებს, როდესაც ის ყირიმის ოკუპაციისა და უკანონოდ ანექსიისთვის იყო მზად. ახლა საკითხი დონესკის სასაზღვრო რეგიონშია, სადაც ყირიმის მსგავსად ეთნიკური რუსების დიდი ნაწილია.
ყირიმისა და საქართველოს განმეორება
თუ „აჯანყებული მთავრობები“ მოსკოვს ჩარევას სთხოვენ, ეს იქნება იგივე „მიზეზი“ რომელიც რუსეთმა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის და 2008 წელს, საქართველოში შეჭრის დროს გამოიყენა. სინამდვილეში, 1956 წელს, უნგრეთში, მეგობრული მთავრობების თხოვნის საფუძველზე ჰუმანიტარულ ჩარევას იგივე ახსნა ჰქონდა, 1968 წელს - ჩეხოსლოვაკიაში და 1979 წელს - ავღანეთში, სცენარი იგივე რჩება.
უკრაინის კრიზისი შესაძლოა, გამოცდა იყოს ბაიდენის ადმინისტრაციისთვის. გაუგებარია, რის გაკეთებას ისურვებდნენ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, თუ რუსეთი აშკარა სამხედრო მოქმედებებს განახორციელებდა. პუტინს შეეძლო 2014 წლის კრიზისის განმეორება, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ ეფექტური რეაგირება არ მოახდინა რუსეთის შესვლაზე ყირიმში. დონეცკის რეგიონის წართმევა შეიძლება მისი შემდეგი „ლოგიკური„ ნაბიჯიც კი იყოს. ჯერჯერობით, ბაიდენის გუნდი არაერთგვაროვანი გზავნილებით გამოვიდა, რომლებიც მკაცრად აფრთხილებენ კრემლს, მაგრამ ასევე ცდილობენ მოლაპარაკებებს. იგივე მიდგომა ვნახეთ გასულ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე და შემდეგ პუტინისადმი სამიტის ჩატარების მოთხოვნა.
რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ყველა აშშ-ს ცდის
იგრძნობა, რომ ბაიდენის გუნდი შეეცდება ორმხრივი ურთიერთობების გამოსწორებას რუსეთთან, რომლებიც ასე ამაოდ დაზიანდა მწვავე რიტორიკითა და დემოკრატების მხრიდან დაუდასტურებელი პრეტენზიებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ამასთან, ეს შეიძლება თეთრი სახლის სისუსტედ იყოს აღქმული, რომელიც აგრესორისთვის მხოლოდ შესაძლებლობების პოლიტიკას გამოხატავს.
ირანი ბირთვულ პროგრამას აძლიერებს და ჩინეთი ტაივანზე სამხედრო ზეწოლას ზრდის. ადმირალმა მაიკ გილდეიმ, საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი „ჩვენს ერთობას ცდიან უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ თუ ტაივანის სრუტეში”.
რამდენიმე ანალიტიკოსის პროგნოზით, რუსეთი ჩაერევა უკრაინაში, ისევე როგორც ყირიმის ანექსია მოხდა, რაც ცოტამ თუ იწინასწარმეტყველა, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნებოდა. ამასთან, ღირს იმის კითხვა, თუ რა ფასი გადაიხადა მოსკოვმა ადრეული აგრესიისთვის და შეაჩერებს თუ არა ეს პუტინს? მაშინ, 2014 წელს, ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა: ვიდრე რუსეთი განაგრძობს ამ ბნელ გზას, მათ მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის წინაშე აღმოჩნდებიან”.
ჩვენ ვიცით, რას მიაღწევს პუტინი უკრაინაზე თავდასხმით. თეთრმა სახლმა უნდა გაარკვიოს, რა უნდა უთხრას მას ამის შემდეგ“, - წერს ანალიტიკოსი.