რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებიდან და ყირიმიდან ჯარის უდიდესი ნაწილი გაჰყავს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის საჯარისო შენაერთებმა აჩვენეს მათი შესაძლებლობა, რომ უზრუნველყონ ქვეყნის საიმედო თავდაცვა.
მისი თქმით, სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებები დასრულებულია და არმია მუდმივი დისლოკაციის ადგილს 1 მაისამდე დაუბრუნდება.
"მე მჯერა, რომ სწრაფი შემოწმების მიზნებს სრულიად მივაღწიეთ. ჯარებმა აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები, უზრუნველყონ ქვეყნის სათანადოდ დაცვა. ამ თვალსაზრისით, მე გადავწყვიტე რომ დავასრულო შემოწმება სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო რეგიონებში". - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ყირიმისა და დონბასის საზღვრებთან სამხედროების მცირე ნაწილი დარჩება, რომელიც ვითარების მონიტორინგზე იქნება პასუხისმგებელი.