თურქეთში საქართველოს საელჩო:  22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე.

„ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა. ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80;

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00;

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26;

ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში