მექსიკასა და პოლონეთში Pfizer-ის ყალბი ვაქცინები გამოავლინეს

The wall street journal-ის ინფორმაციით, მექსიკასა და პოლონეთში Pfizer-ის ყალბი ვაქცინები გამოავლინეს.

როგორც გამოცემა წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შავ ბაზარზე pfizer-ისა და biontech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის ფალსიფიცირებული ვარიანტი გამოავლინეს.

მექსიკის პოლიციამ ჯერ კიდევ თებერვალში დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც იმ კლინიკაში მუშაობდნენ, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობდა. ყალბი ვაქცინის ამპულაში ჩვეულებრივი გამოხდილი წყალი აღმოჩნდა. ასეთი ფალსიფიცირებული ვაქცინის ღირებულება შავ ბაზარზე 1000 დოლარი იყო. ყალბი ვაქცინა 80 ადამიანს გაუკეთეს.

პოლონეთში იანვარში აღმოჩენილ ფალსიფიცირებულ ვაქცინაში კი, სავარაუდოდ ნაოჭების საწინააღმდეგო ხსნარი იყო ჩასხმული. ყალბი ვაქცინა კერძო პირის სახლიდან ამოიღეს. მას ბრალად ვაქცინის ფალსიფიცირება და მათი გაყიდვის მცდელობა წაუყენეს.