ინტერპოლმა საქართველოს მოქალაქეზე ძებნა ყვითელი ცირკულარით გამოაცხადა

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეზე, 21 წლის გოგი დოლიძეზე საერთაშორისო ძებნა ყვითელი ცირკულარით გამოცხადდა.

როგორც ცნობილია, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მე-12 კლასის მოსწავლე, გოგი დოლიძე 2017 წელს გაუჩინარდა. ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, გოგი დოლიძე 2017 წლის 7 დეკემბერს სოფელ ბობოყვათიდან ქობულეთში გაემგზავრა და მისი კვალი სწორედ იქ გაქრა.