უელსში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება, მაისიდან ბარები, პაბები და რესტორნები გაიხსნება.
BBC-ის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლის მაიკ დრეიკფორდის განცხადებით, დაწესებულებების გახსნა და სტუმრების მიღება 17 მაისიდან იქნება შესაძლებელი.
,,ჩემი შეფასებით, ბარები, რესტორნები და კაფეები 17 მაისიდან შეძლებენ მუშაობის განახლებასა და შენობების გახსნას”, - თქვა პირველმა მინისტრმა დრეიკფორდმა.