პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, შეთანხმებაზე ხელმოწერა ადასტურებს, რომ საქართველო სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს. ამის შესახებ მან ბუქარესტში განაცხადა, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრა გამართა.
„ეს არის კარგი შესაძლებლობა, გავცვალოთ მოსაზრებები, იდეები და შეფასებები სამყაროს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ უსაფრთხოების გარემო NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან. სწორედ ამიტომ, პირველად გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რადგან გვსურს, სიღრმისეულად გავიგოთ სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები.
ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაკავშირებს საქართველოსთან. ეს შესანიშნავი თანამშრომლობაა. პოლონეთს სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი და განვითარებული პარტნიორი რეგიონში. ამიტომ, მივესალმეთ ახალ ამბებს თბილისიდან, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ეს ადასტურებს, რომ საქართველო სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს. მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო საქართველოს. ის პოლონეთის ნამდვილი მეგობარია და მთავარი პარტნიორია რეგიონში“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.