აშშ რუსეთისთვის დამატებით სანქციების დაწესების უფლებას იტოვებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, ევროპელებთან კოორდინაციით, ჩვენ მთელი რიგი სანქციების შესახებ უკვე გამოვაცხადეთ. თუმცა ვიტოვებთ უფლებას, მომავალში დამატებითი სანქციები გამოვაცხადოთ. პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება შეზღუდვების დაწესების უფლებას იძლევა, როგორც ინდივიდალურ, ასევე ინდუსტრიების შემთხვევაში. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ალექსეი ნავალნის ადამიანურად მოეპყრობიან, რომ ის უსაფრთხოდ იყოს და საბოლოოდ, გათავისუფლდეს“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ნავალნი თირკლმის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ არის, რამაც შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს.
ამავე თემაზე: Reuters-ი: საფრანგეთი რუსეთს სანქციების შესახებ აფრთხილებს.