ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად ინფიცირების მატებისა, ქვეყანაში საწოლების დეფიციტი არ არის.
მისი თქმით, ამ დროისთვის 5 500 საწოლია მობილიზებული.
,,2 დღის წინ გამოიცა დამატებითი ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს 1 000 საწოლის დამატებას. აქედან გამომდინარე ორშაბათიდან ჩვენ გვექნება 6 500 საწოლი. დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის 3 600-მდე პაციენტი, მობილიზებულია 5500 საწოლი. აქედან გამომდინარე საწოლების დეფიციტს ვერ დავადასტურებ”, - განაცხადა მინისტრმა.