ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს აძევებენ

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებენ. „ჩემმა ლატვიელმა და ესტონელმა კოლეგებმა გააძევეს ერთი [საელჩოს] თანამშრომელი, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა”, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. მან აღნიშნა, რომ ლიტვა ორ რუს დიპლომატს გააძევებს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა დაადასტურა, რომ ლატვია იგივე ნაბიჯს გადადგამს.

„ჩვენი ჩეხი მოკავშირეების სოლიდარობისა და ვენის კონვენციის დარღვევის გამო, ლატვიამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. ლატვია არ შეეგუება დივერსიულ ქმედებებს მის, ან მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართ“, - აცხადებს ლატვიელი დიპლომატი.