ჩეხეთის სენატმა (ზედა პალატამ) ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააუქმოს.
ჩეხმა სენატორებმა, მიიღეს რეზოლუცია, რომლის თანახმად, 2014 წელს ვრბეტიცეში აფეთქებებს, რომლების დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა და რომლებთანაც, ჩეხეთის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ დაკავშირებული, უწოდა სახელმწიფო ტერორიზმის აქტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ის მიმართული იყო მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, სენატორებმა მოუწოდეს მთავრობას, მაქსიმალურად შეამციროს ჩეხეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა.
ზემო პალატამ მთავრობას ურჩია, აღნიშნული საკითხი განიხილოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, ასევე NATO-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებში.
რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთისგან გაძევებული ჩეხი დიპლომატების დაბრუნება მოითხოვა