სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგები ცნობილია

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დასრულებულია. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. ,,ევროპათაიმი'' გთავაზობთ სხვადასხვა ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების წინასწარ შედეგებს:

„იმედის“ დაკვეთით Public Opinion Strategies-ის მიერ ჩაგტარებული ეგზიტ პოლების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ - 55%-იანი მხარდაჭერა აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ - 23%. ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - 3%; ლელო - მამუკა ხაზარაძე - 3%; დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%; გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) - 3%; „გირჩი“ - 3%; შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1%; ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 1%; მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%; სხვა პარტიები - 5%

„რუსთავი2“-ის დაკვეთით, Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით კი, „ქართულს ოცნებას“ 52.26 %-იანი მხარდაჭერა აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ - 25.33%; „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 4.20 %; „გირჩი“ - 3.52 %; „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ - 2.61%; საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ -2.37%; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ -2.29%; „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1.22%; „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები“ - 1.02 %

„მთავარი არხის“ დაკვეთით, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი კი ასეთია: „ქართულს ოცნებას“ 41 %-იანი მხარდაჭერა აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ - 33%. „ევროპული საქართველო“ - 5%. „ევროპული საქართველო“ - 6% „ლელო“ - 5%; „სტრატეგია აღმაშნებელი“ - 4%; „გირჩი“ - 4%; პატრიოტთა ალიანსი - 3% „ლეიბორისტები“ - 3%; „ერთიანი საქართველო“ - 2%; „მოქალაქეები“ - 2%.

ტელეკომპანია ფორმულამ Edison Research-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 50%-მა პასუხზე უარი განაცხადა.„ქართული ოცნება“ - 46%; ენმ-ძალა ერთობაშია - 28 %; „ევროპული საქართველო“ - 5%; სტრატეგია აღმაშენებელი – 2% „ლელო“ - 3%; „გირჩი“ - 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა. ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის გააკეთა.