"მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Twvitter-ზე დაწერა.
როგორც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, თურქეთს შავ ზღვაში მშვიდობა და მზარდი დაძაბულობის დეესკალაცია სურს.
"დავესწარი თურქეთის-საქართველოს-პოლონეთის-რუმინეთის-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. შავ ზღვაში მშვიდობის გაგრძელებისა და დაძაბულობის დეესკალაციის სურვილი გვაქვს. ხაზგასმით აღინიშნა დიპლომატიისა და დიალოგის მნიშვნელობა. მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - წერს მევლუთ ჩავუშოღლუ.