ნათია თურნავა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლოკდაუნის, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე გავიდეთ ფონს

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლოკდაუნის, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ჩვენი ხედვაა, რომ პანდემიის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, ლოკდაუნის გარეშე, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.