სენატორი ჯონსონი: უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად

"უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საჭირო საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად", - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, რონ ჯონსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ის მოხარულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობას, ურთიერთშეკავებისა და ბალანისის სისტემასა და პოლიტიკურ ჩართულობას.

უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საჭირო საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც უკეთესად ფუნქციონირებადი დემოკრატიის შექმნას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა რონ ჯონსონმა.

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.