"საკმარისი მსურველი არ არის, თორემ ვაქცინა საკმარისი გვაქვს", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
"სამწუხაროდ, საკმარისი მსურველი არ არის, თორემ ვაქცინა საკმარისი გვაქვს. ბატონი ვახტანგ კალოიანი ამბობს, სისტემა არ გვაქვს და მსურველი ბევრია, მე პირიქით ვამბობ - სისტემა გვაქვს ძალიან კარგი, სხვა საქმეა, რომ ჩვენ 4 თვით დავიგვიანეთ და ამ ნაკლოვანებას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ახლა, როდესაც ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინა და დავიწყეთ ვაქცინაცია, იმის შემდეგ საკმარისი ვაქცინა გვაქვს, თან ყველაზე მაღალი ხარისხის...", - განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე ასახელებს სამ მიზეზს რის გამოც საქართველოში ვაქცინაციაზე მოთხოვნა დაბალია.
"სამი რამის ბრალია, როდესაც ვაქცინაცია ასეთი ნელი ტემპით მიდის.
არაინფორმირებულობის, არასწორი ინფორმირებულობის, როდესაც მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან და მესამე ის სამწუხარო შემთხვევა, რაც მოხდა. ეს შემთხვევა იყო სუფთა დამთხვევა.
მე ცალსახად ვიტყვი და მზად ვარ შევხვდე ჩვენს ოპონენტებს, ჩვენ რომ გვაქვს ასეთი სამედიცინო სისტემა, ძალიან ბევრს არ აქვს. სად არის უცხოეთში ასეთი გამართული სისტემა?! უცხოეთებში ვაქცინაცია კეთდება, მაღაზიებში, მანქანებში და ა.შ,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.