ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მზად არის ჩინური ვაქცინით საჯაროდ აიცრას. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
"მე უკვე გაკეთებული მაქვს ვაქცინის ერთი დოზა. როცა მეორე დოზა მომიწევს, თამამად ავიცრები ჩინური ვაქცნით, რადგან ის დამზადებულია ტრადიციული ტექნოლოგიით," - განაცხადა ცერცვაძემ.