თურქეთის პარლამენტში ახალი კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა, – იუწყება გამოცემა „დეილი საბაჰი“ თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერ მუსტაფა სენტოპზე დაყრდნობით.
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ამჟამად ხუთი დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება, ოთხი კი – ჰოსპიტალიზებულია.
ამასთან, კორონავირუსით გარდაიცვალა თურქეთის პარლამენტის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც 34 წლის იყო.
ბოლო პერიოდში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა.