ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 250 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 302 785-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 463 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 749-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 007 პირი ემსხვერპლა.
24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 3,91%, ბოლო 14 დღის - 3,88%, ბოლო 7 დღის - 4,62%.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა კვლევა ტესტით - 31958, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14801, PCR ტესტით - 17157.
სულ აცრილია - 36056, დღიურად აცრილია - 1559