საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 36 056 ადამიანმა გაიკეთა

24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 36 056-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში აცრა 1 159 ადამიანმა გაიკეთა.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - წერია ცენტრის ინფორმაციაში.