კახა კუჭავა: გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა

გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. ორშაბათიდან ვიწყებთ მნიშვნელოვან ეტაპს", - ამის შესახებ კაბა კუჭავამ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგენის შემდეგ განაცხადა.

"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არჩილს გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება და ძალიან ღირსეულად გაართა თავი ამ საქმეს. მისი ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და რაც მთავარია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, სამომავლო განვითარებას.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს და მთლიანად გუნდს ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ.

ვთვლი, გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ გადაწყვეტილებეს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა კუჭავამ.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინეს